Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გზის აფეთქების შედეგად თბილისში ორი კვირის წინ დაშავებული მოქალაქე


3 ნოემბერს საავადმყოფოში კლინიკაში გარდაიცვალა თბილისში გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად ორი კვირის წინ დაშავებული მოქალაქე, ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრენიუსს“ ინფორმაცია ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

19 ოქტომბერს, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, გაზის დაგროვებით გამოწვეული აფეთქების შედეგად სულ 4 ადამიანი დაშავდა. მათ შორის იყო 39 წლის სოსო ჯავახიშვილი.

პაციენტი ამ ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. მას სხეულის 65 პროცენტი ჰქონდა დამწვარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG