Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მე-13 საუკუნის სამლოცველო დაარბიეს


სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველოში ხატები და საეკლესიო ნივთები 2019 წლის აპრილშიც დააზიანეს.
სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველოში ხატები და საეკლესიო ნივთები 2019 წლის აპრილშიც დააზიანეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველოში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთები დააზიანეს. ბოლო შვიდ თვეში ეს სამლოცველოს დარბევის მეორე შემთხვევაა.

ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიის წარმომადგენლის, ნაირ მელიქიანის ინფორმაციით, სამლოცველოს დარბევის ფაქტი 3 ნოემბერს აღმოაჩინეს. მისივე ცნობით, სამლოცველო ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დაასუფთავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სულგუმოსთან მდებარე სამლოცველო 2019 წლის 3 აპრილსაც დაარბიეს. მაშინ პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. გამოძიებას რაიმე შედეგი დღემდე არ მოჰყოლია.

სოფელ ხულგუმოსთან მდებარე მე-13 საუკუნის სამლოცველოთი სარგებლობენ სომხური სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG