Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აღნიშნავს „ეროვნული ერთიანობის“ დღეს, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ გრძნობს


ყოველწლიური პროსახელისუფლებო მარში რუსეთში
ყოველწლიური პროსახელისუფლებო მარში რუსეთში

რუსეთში 4 ნოემბერს აღნიშნავენ „ეროვნული ერთიანობის“ დღეს, რომელიც 2005 წელს დაარსდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რათა გადაეფარა 7 ნოემბრის დღესასწაული, როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირში 1917 წლის დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია აღინიშნებოდა.

„ეროვნული ერთიანობის“ დღე რუსეთში უქმეა. ვლადიმირ პუტინი ამ დღესასწაულს იყენებს ქვეყანაში პატრიოტიზმის გასაძლიერებლად და საზოგადოების კონსოლიდაციისათვის ხელისუფლების გარშემო.

4 ნოემბერს გამართული ტრადიციული პროსახელისუფლებო მასობრივი მსვლელობის დროს ხაზი გაესვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფებისადმი ტოლერანტულობის მნიშვნელობას მრავალეროვნული სახელმწიფოსთვის.

მაგრამ ეროვნული ერთიანობის განცდა რუსეთში გამოკითხულ მხოლოდ ყოველ მესამე ადამიანს აქვს. სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37%-ს მტკიცედ სჯერა „ეროვნული ერთიანობის“, დაახლოებით 54% კი საპირისპირო აზრისაა.

XS
SM
MD
LG