Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი სხილაძე: დიმიტრი შიოლაშვილმა გვითხრა, თქვენც რა ახალი ამბავი მითხარით ზოსიმეზეო


გიორგი სხილაძემ, საფრანგეთში მოღვაწე, “ემიგრაციული ეკლესიის” მოძღვარმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმე შიოშვილის მიერ სექსუალური ძალადობის მცდელობების შესახებ იცოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ძმის შვილმა, დიმიტრი შიოლაშვილმა, რომელიც ახლა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტია, მაშინ იყო სასულიერო სემინარია-აკადემიის ლექტორი იყო.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

„მღვდელმთავრები ფაქტობრივად აღიარებდნენ, რომ ეს ამბავი იცოდნენ. მას შემდეგ, რაც ზოსიმე შიოშვილმა ხელწერილი დაწერა, წავედით პატრიარქის ძმის შვილთან, დიმიტრი შიოლაშვილთან, მაშინ ის ჩვენი პედაგოგი იყო, აკადემიის შენობაში ეძინა იმ ღამეს. გავაღვიძეთ, შევჩივლეთ და ვთხოვეთ, რომ პატრიარქთან შევეყვანეთ და ისე მოგვეგვარებინა ეს საკითხი, რომ გარეთ არ გასულიყო. მან ასეთი რამ გვითხრა, „თქვენც რა ახალი ამბავი მითხარით ზოსიმეზეო“. ანუ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ყველამ ყველაფერი იცოდა. რამდენიმე დღეში კი სემინარიაში მისულებს, კედელზე გამოკრული დაგვხვდა განცხადება, რომ ოთხივე სტუდენტი გარიცხული ვიყავით სტუდენტისათვის შეუფერებელი საქმიანობის გამო.“

სრული ინტერვიუ იხილეთ აქ

დაწერეთ კომენტარი

ციტატები

XS
SM
MD
LG