Accessibility links

საქართველოში უძრავ ქონებას ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ


ბათუმი

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.

სტატისტიკა მიგრაციის სამთავრობო კომისიამ 2019 წლის მიგრაციის პროფილში გამოაქვეყნა.

2015-2018 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების რაოდენობით რუსეთი ლიდერობს, მეორეა ირანი, მესამე კი უკრაინა.

საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილში, უძრავი ქონების ყიდვის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • რუსეთი – 15 133;
  • ირანი – 5 598;
  • უკრაინა – 2 599;
  • სომხეთი – 1 447;
  • თურქეთი – 1 226;
  • აზერბაიჯანი – 1 192;
  • აშშ – 1 182;
  • სხვა – 7 855.

საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის მონაცემებით, 2015-2018 წლებში მზარდია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მაჩვენებელი. ძირითადად, ბინების რეგისტრაცია ხდება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ ბინის რეგისტრაციის შემთხვევები. ასევე, გაიზარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები. სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები კი მკვეთრად შემცირდა, რაც უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით მოპოვებაზე 2017 წლის ივნისში გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG