Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკო გომური: დღეს ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს - „დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო“


მაკო გომური
მაკო გომური

მაკო გომური, რომელმაც 20-21 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა და ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს, „ფეისბუკზე“ წერს, რომ დღეს საგამოძიებო ორგანოდან დაუკავშირდნენ.

„მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?“, - აღნიშნავს მაკო გომური.

თბილისის საქალაქო სასამართლომ და კიდევ 15 პირს 29 ოქტომბერს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG