Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მეუფე ქრისტეფორე წამალაიძის შვილი იასონ წამალაიძე


ქრისტეფორე და იასონ წამალაიძეები
ქრისტეფორე და იასონ წამალაიძეები

გარდაიცვალა ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი.

ქრისტეფორე წამალაიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მისი შვილი - რომელიც 25 წლის განმავლობაში იყო სასულიერო პირი - სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა საკუთარ ბინაში უეცრად, ოჯახის წევრების თანდასწრებით გარდაიცვალა.

ქრისტეფორე წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელთმთავარია, რომელიც საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან დაპირისპირების გამო ეკლესიას გამოეყო. წამალაიძე ახლა დამოუკიდებელი მღვდელია, ჰყავს საკუთარი მრევლი და მღვდელმასხურებას საკუთარ სახლში ეწევა.

წამალაიძის თქმით, შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ეჭვები არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იასონ წამალაიძის ცხედარს ექსპერტიზა 6 ნოემბერს ჩაუტარდა. აღებული იქნა სინჯები, რომლებზეც მიმდინარეობს კვლევა.

XS
SM
MD
LG