Accessibility links

კახეთში 61 წლის ქალის სიკვდილის ფაქტს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ


სახლი სადაც 6 ნოემბერს იპოვეს 61 წლის ქალის ცხედარი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მეზობლებმა ქალის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში 6 ნოემბერს, საღამოს აღმოაჩინეს.

გარდაცვლილის ძმის, გია სეფიაშვილის ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობა, ხელები დამტვრეული აქვს, პირი კი, ე.წ. სკოჩით ჰქონდა აკრული. სეფიაშვილის თქმით, სახლიდან არაფერია წაღებული. გარდაცვლილის ძმას მომხდარის მოტივებზე საუბარი უჭირს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ არბოშიკში მურად ელაშვილი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობამდე გაძარცვის მცდელობა იყო. ელაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილის სახლში ნივთები გადმოყრილი იყო და დამსხვრეულია ფანჯრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG