Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი ჰომოფობიურ აქციაზე: ვხედავ ორგანიზატორების პასუხისგების ნიშნებსაც


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მმართველი პარტიის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ხედავს გეი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების ჩაშლის მოტივით 8 ნოემბერს გამართული ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორების პასუხისგების ნიშნებს.

„რა თქმა უნდა, სამართლებრივად ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მაგრამ აქ ორგანიზატორების პასუხისგებაც რომ გამოიკვეთოს, ეს იქნება სწორი“, - თქვა ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ოსკარზე წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე 8 ნოემბერს 27 ადამიანი დააკავეს. ჰომოფობიური აქცია ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა და მათი ლიდერების - სანდრო ბრეგაძის, ლევან ვასაძისა და გურამ ფალავანდიშვილის - მიერ იყო ორგანიზებული.

XS
SM
MD
LG