Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა ორი პირი დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებთან


კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებთან, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარეობენ, საოკუპაციო ძალებმა ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მათ ბრალად ედებათ ე.წ საზღვრის უკანონო კვეთა.

„ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია“, - გვითხრეს სუსში.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში დააკავეს 28 წლის მამაკაცი ზაქრო ბუთხუზი. ის ორი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

დე ფაქტო უშიშროების ცნობით, ბუთხუზს ჯარიმა დაეკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG