Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის მთავრობამ სამი გავლენიანი თალიბი გაათავისუფლა ორი პროფესორის სანაცვლოდ


გატაცებული კევინ კინგი

ავღანეთის მთავრობამ სამი გავლენიანი თალიბი, მათ შორის „ჰაყანის“ ქსელის ლიდერის, სირაჯუდდინ ჰაყანის უმცროსი ძმა, ანას ჰაყანი, გაათავისუფლა თალიბების ტყვეობაში მყოფი ქაბულის ამერიკული უნივერსიტეტის ორი პროფესორის გათავისუფლების სანაცვლოდ.

როგორც ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განაცხადა 12 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, თალიბებმა სამშაბათს დატოვეს ბაგრამის ციხე, რომელიც ნატოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს.

სამი თალიბის გათავისუფლებას, აშრაფ ღანის თქმით, უნდა მოჰყოლოდა ამერიკელი და ავსტრალიელი პროფესორების გათავისუფლება.

60 წლის კევინ კინგი და 48 წლის ტიმოთი ვიქსი თალიბებმა 2016 წლის აგვისტოში შეიპყრეს.

„მათ ამერიკელების ზედამხედველობის ქვეშ ყატარში გადაიყვანენ“, - განუცხადა ავღანეთის ხელისუფლების ანონიმმა წამომადგენელმა რადიო თავისუფლებას.

ჯერჯერობით არც თალიბანს და არც მის ფალიალს, „ჰაყანის ქსელს“, არ გაუკეთებიათ კომენტარი პროფესორების გათავისუფლების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG