პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა.
მეორე ღამე რუსთაველზე. ფოტოები

1
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები რუსთაველის გამზირს გადაკეტილს ტოვებენ. ეს მეორე ღამეა რაც მათ კარვები შუა გამზირზე გაშალეს.

2
საპროტესტო აქციას „არ გაბედოთ ჩაგდება“ 20 ივნისის ღამით დაზარალებული მაკო გომური ისევ ესწრება.

3
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი პარლამენტის წინ შეკრებილ ხალს ოპოზიციის მოთხოვნებს აცნობს.

4
საპროტესტო აქციაზე მოხალისეებმა ცხელი ჩაი, ყავა და ორცხობილები მიიტანეს.

5
15 ნოემბერს ქუჩაში ჯერ არ ყინავს, მაგრამ ხალხი მაინც კოცონთან თბება.

6
აქციის მონაწილეებმა შეშა და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგეს.

7
აქციის მონაწილეთა განცხადებით, აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ხოლო კვირას მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.

8
"არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ"- აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ღამეს კარვებში გაატარებენ.

9
აქციის მონაწილეებისა და ოპოზციის მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნა.

10
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ დღეს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.