Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი და ზელენსკი მომავალ თვეში შეხვდებიან უკრაინის კონფლიქტზე სალაპარაკოდ


საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ 9 დეკემბერს პარიზი უმასპინძლებს ოთხმხრივ სამიტს, რომლის მიზანი იქნება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების გზების ძიება. ახალი მოლაპარაკების გამართვაზე მხარეების თანხმობის მოპოვებას თვეების განმავლობაში დასჭირდა დიპლომატიური ძალისხმევა.

სამიტზე ერთმანეთს პირველად შეხვდებიან პირისპირ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მათ შეუერთდებიან საფრანგეთის პრეზიდენტი, იმანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. სამი წლის განმავლობაში ეს პირველი მსგავსი მოლაპარაკება იქნება "ნორმანდიული ფორმატის" სახელით ცნობილ ციკლში.

სამიტისთვის მზადებას კოორდინირებაც ზელენსკი და მაკრონი უწევდნენ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი და დასძენს, რომ საფრანგეთის ლიდერი უკრაინას ეწვევა.

კრემლს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ბრძოლას 2014 წლის აპრილის შემდეგ 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში.

მაკრონის ოფისის თანახმად, ახალი სამიტის დრო დადგა ზაფხულის შემდეგ მიღწეული "მნიშვნელოვანი პროგრესის" გამო, რაც ბოლო რამდენიმე კვირაში ფრონტის არეალებიდან ჯარების გაყვანასაც მოიცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG