Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰომოსექსუალიზმი რუსეთის ეკლესიაში


მასალა მოიძია გიორგი ერიშვილმა

რუსულ საიტზე 2014 წლის დასაწყისში, სათაურით: „კურაევი: „რუსეთის ეკლესიაში ჰომოსექსუალიზმის წახალისება მოხდა არცთუ „სუკ“-ის დაუხმარებლად“, დაიბეჭდა ილია შელეპინის ინტერვიუ იმხანად რუსეთის სასულიერო აკადემიიდან გაგდებულ ცნობილ ღვთისმეტყველთან და საეკლესიო მოღვაწესთან, პროტოდიაკონ ანდრეი კურაევთან.

ინტერვიუს დღემდე არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა, მით უფრო, რუსულ ეკლესიაზე დაქვემდებარებული ქართული ეკლესიის წიაღში განვითარებული ამჟამინდელი მოვლენების გათვალისწინებით.

ქვემოთ გთავაზობთ ფრაგმენგტებს ამ ინტერვიუდან:

ანდრეი კურაევი:

„ჰომოსექსუალიზმი თავისთავად ანთროპოლოგიური ფენომენია, რომელიც არ არის დაკავშირებული ეროვნებასთან, განათლებასთან ან პროფესიასთან. ხოლო ეკლესია - საზოგადოების მოდელია. რამდენი ქერა ადამიანიც არის საზოგადოებაში - იმდენივეა ქრისტიანთა შორის; რამდენი ხეიბარიც არის საზოგადოებაში - იმდენივეა ქრისტიანთა შორის.

ასევეა ჰომოსექსუალისტების შემთხვევაშიც - რამდენნიც არიან საზოგადოებაში, იმდენივეა ქრისტიანებშიც. ამიტომაც, მათი არსებობა ეკლესიაში არ უნდა გვაკვირვებდეს.

მაგრამ არსებობს საეკლესიო ხელმძღვანელობის შერჩევის მეტად მკაცრი კრიტერიუმები - თუ საძმოში ასატანია მსგავსი გადახრის მქონე ადამიანების ყოფნა (მათი სინანულიანი თვითშეფასების შემთხვევაში), საეკლესიო იერარქებში ეს მანკიერება სრულიად შეუწყნარებელია.

აქვე ისმის კითხვა: რამდენად შეუძლია იქონიოს ეკლესიის სამწყსომ გავლენა საკუთარი ხელმძღვანელის არჩევაზე? ჩვენს ეკლესიაში მათ წართმეული აქვთ მსგავსი უფლებები. თვით ბერ-მონაზვნების კრებულსაც კი არა აქვს საკუთარი იღუმენის არჩევის უფლება. იღუმენად ყველგან ეპისკოპოსის მიერ დანიშნული მისი ადგილმონაცვლეა და არა წინამძღვარი!

დღეისათვის საეკლესიო-ზნეობრივი ცნება „ცოდვა“ და „დანაშაულის“ სამართლებრივი გაგება რიგ შემთხვევებში არ თანხვდებიან ერთმანეთს. მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს, რომ ეკლესიამ გადახედოს სახარების შეფასებებს და ფეხი აუწყოს საზოგადოებრივ მოდას და თვით სამართალსაც კი. საერო ცნობიერება ვერ მისცემს დადებით შეფასებას აღმაშფოთებელ თვალთმაქცობას, როცა ეს იერარქები ღამით მონაწილეობენ ჰომოსექსუალურ თამაშებში, ხოლო დღისით - ამხილებენ „გეიევროპას“.

ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ამ დამპალ ჰომოიერარქებს არაფრად უღირთ, მოიხარონ მის წინაშე ქედი, უღალატონ საეკლესიო სწავლებას და დათმონ ეკლესიის მრევლის ინტერესები.

ჰომოსექსუალიზმის წამახალისებლობა აღმოცენდა 60-იან წლებში და არცთუ „სუკ“-ის დახმარების გარეშე. ამას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ ჰომოსექსუალისტები იყვნენ კომპრომეტირებულები საეკლესიო სამართლის წინაშე. ხოლო, თუ კაცი კომპრომეტირებულია, ის იოლი სამართავია. როცა ასეთი ადამიანი სჩადის მისთვის მიცემული დავალების საწინააღმდეგო ქმედებას, მისი სამართალში მიცემა იოლია, თანაც ამას მოუწყობენ ქრისტიანობის ქადაგებისთვის კი არა, საერო სამართლის ნორმებთან შესაბამისობით. მერე დასავლეთისთვისაც ადვილი იქნება თქმა, რომ ჩვენში რწმენის თავისუფლება არ იზღუდება, ხოლო სასჯელდამრღვევი - ოდენ სისხლის სამართლის დამნაშავეა! ეს მაინცდამაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალისტები სპეციალურად იყვნენ შეგზავნილნი ეკლესიაში „სუკ“-ის მიერ. უბრალოდ, სპეცსამსახურები მათ მიმართ არაჩვეულებრივად კეთილად იყვნენ განწყობილნი და მხარში უდგნენ თავიანთი მთელი ძალმოსილებით!“

ინტერვიუერი შეახსენებს ანდრეი კურაევს სკანდალურ ფაქტს:

„ამ ცოტა ხნის წინათ თქვენ გამოაქვეყნეთ მავანი ადამიანის წერილობითი სამხილი ეპისკოპოს ნიკოდიმ როტოვის ჰომოსექსუალიზმის შესახებ. ცნობილია, რომ ნიკოდიმ როტოვმა დიდი როლი შეასრულა მომავალი პატრიარქის - კირილის ცხოვრებაში: კირილ გუნდიაევი იყო მისი პირადი მდივანი, შემდეგ როტოვის მიერ აყვანილი არქიმანდრიტის ხარისხში და მის მიერვე დანიშნული ლენინგრადის სასულიერო აკადემიის რექტორად. ყოველივე ეს სრულიად გარკვეულ ეჭვებს ბადებს კირილის სექსუალური ორიენტაციის თაობაზე“.

ამ ფაქტზე კურაევის პასუხით გრძელდება ინტერვიუ:

„რაც შეეხება ეპისკოპოს ნიკოდიმ როტოვის ჰომოსექსუალიზმს, მის შესახებ გამოქვეყნებული წერილის ავტორი საკუთარ თავზე წერდა, რომ ის ცხოვრობს მართლმადიდებლურ გარემოში, მაგრამ არის ჰომოსექსუალისტი და მის გარშემო თავს იყრიან ნიკოდიმთან დაახლოებული პირნი...

ზოგადად კი, მხცოვანი სასულიერო მაღალიერარქების თაობაზე უნდა ითქვას, რომ მართალია, ისინი ისეთნაირადვე ატარებენ საღმრთო მსახურებას, როგორც დანარჩენი მათი კოლეგები, მაგრამ სრულიად სპეციფიკურად იქცევიან საკადრო საკითხების მოგვარებისას - კიდეც რომ ძალიან დაბერებული იყოს ეპისკოპოსი, უკან ჰქონდეს მოტოვებული სექსუალური ცხოვრება და აღარ იყოს საშიში ბიჭუნებისა და გოგონებისათვის, მართლმადიდებლური იდენტობის გარდა, მას შენარჩუნებული ექნება ჰომოსექსუალური იდენტობაც... და თუ ადამიანი საკუთარ თავში იდენტობას ჰპოვებს ჰომოსექსუალიზმთან, ეს გავლენას ახდენს მის არჩევანზე იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ის ირჩევს მაღალიერარქიულ თანამდებობებზე.

ჰომოსექსუალისტი ეპისკოპოსი, როგორც მინიმუმი, შინაგანად არ განსჯის იმავე ორიენტაციის ადამიანებს. მას აქვს „გეი-რადარი“, რომელიც ეხმარება თავისივე მსგავსების პოვნაში. მისთვის ფსიქოლოგიურად სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა, ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოესის გარემოცვა - ეს არის პატარა-პატარა მღვდელმსახურები. ეპისკოპოსი ბერდება და ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ იკავებენ გამონთავისუფლებულ ადგილს. თანდათანობით ეს გვრიტები ფრენენ სულ მაღლა და მაღლა, ავსებენ ცის ტატნობს და ასკინტავენ დედამიწას!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG