Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეშნლი“: 106 კაცი დაიღუპა ირანში საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს


სულ მცირე 106 დემონსტრანტი დაიღუპა გასული კვირის ბოლოს ირანის 21 ქალაქში დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, რაც ქვეყანაში საწვავზე ფასების მკვეთრ ზრდას და ცხოვრების გაძვირებას მოჰყვა.

ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენელის“ მიერ 19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. "სანდო ცნობებზე“ დაყრდნობით, ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა მეტიც იყოს, რადგან ზოგიერთი წყაროს ცნობით დაიღუპა 200-დემონსტრანტი“, - ნათქვამია „ამნესტის“ განცხადებაში.

თავის მხრივ ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთლიანობაში დაიღუპა 12 დემონსტრანტი დაა სამართალდამცველი. ხოლო 600-კაცი დაპატიმრებულია.

საპროტესტო გამოსვლებმა ირანში იფეთქა 15 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც თეირანმა შეზღუდვა დააწესა საწვავის შეძენაზე და შეამცირა ენერგომატარებლების სუბსიდირება აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების შემდეგ, რაც მძიმედ აისახება ირანის ეკონომიკაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG