Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა მოსკოვი დაადანაშაულა სირიის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობაში


მევლუთ ჩავუშოღლუ
მევლუთ ჩავუშოღლუ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაკვირვება გამოხატა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზე, რომლის თანახმად რუსეთი არ ასრულებს სირიის შესახებ შეთანხმებას, რამაც შესაძლოა თურქეთი აიძულოს კვლავ განაახლოს სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ი და რუსეთი არ ასრულებენ სოჭის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

2019 წლის 22 ოქტომბრის შეთანხმებით თურქი და რუსი სამხედროები ერთობლივ პატრულირებას უნდა ახორციელებდნენ თურქეთ-სირიის საზღვარზე მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით, რაც ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქურთების უკმაყოფილებას იწვევს.

18 ნოემბერს ქურთებმა აალებადი ნივთიერებებით სავსე ბოთლები დაუშინეს შერეულ პატრულს. უცნობია, დაშავდნენ თუ არა ამ ინცინდენტის დროს რუსი სამხედროები.

რუსეთის სამხედრო უწყებაში მიიჩნევენ, რომ თურქეთის განცხადებას, შესაძლოა, რეგიონში სიტუაციის გართულება მოჰყვეს. მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთი ბოლომდე ასრულებს ნაკისრ ვადებულებას, რაც თურქეთის საზღვრიდან ქურთების დაშორებაში მდგომარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG