Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: ახალგაზრდებს უმოძრაობის გამო ჭარბწონიანობის დაავადმყოფობის საფრთხე ემუქრებათ


ახალგაზრდები მთელ მსოფლიოში ზიანს აყენებენ თავიანთ ჯანმრთელობას, რადგან არასაკმარისად მოძრაობენ, თვლიან ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორები, რომელთა თანახმად, ხუთიდან ოთხი ახალგაზრდა ერთ საათზე ნაკლებს მოძრაობს დღის განმავლობაში.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 22 ნოემბერს გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, ახალგაზრდებმა მეტი უნდა იმოძრაონ, რათა თავიდან აიცილონ ჭარბწონიანობისა დაგულ-სისხლძარღვთა დაავადებების საფრთხე.

გამოკვლევის მონაცემები ეფუძნება მსოფლიოს 146 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევას, რომლის დროსაც შეკრიბეს 1,6 მილიონი ადამიანის მონაცემები. ანგარიშის ავტორების დასკვნით, 11-დან 17 წლამდე ახალგაზრდების 80 პროცენტი არ ასრულებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევას, ყოველდღიურად სულ მცირე, ერთი საათით ფიზიკურ აქტიურობას მიმართონ.

ცხოვრების სტილით გამოწვეულ დაავადებათა სპეციალისტმა, ლიენ რაილიმ ჟენევაში განაცხადა, რომ "ჩვენ გადავიტანეთ ელექტრონული რევოლუცია, რომელმაც, ჩანს, შეიცვალა ახალგაზრდების მოძრაობის ჩვევა და მათ მეტი ჯდომისკენ ვუბიძგეთ“.

XS
SM
MD
LG