Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან დაკავებულ აქტივისტს სახის ძვლების მოტეხილობა აღმოაჩნდა


საპროტესტო აქციის დაშლა პარლამენტის წინ, 18 ნოემბერი, 2019 წ.
საპროტესტო აქციის დაშლა პარლამენტის წინ, 18 ნოემბერი, 2019 წ.

„გირჩის“ მმართველი საბჭოს წევრი, იმედა კლდიაშვილი ამბობს, რომ სახის არეში ძვლების მოტეხილობა მიიღო 18 ნოემბერს, ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს.

იმედა კლდიაშვილის ნათქვამს ადასტურებს ქალა-სახის ძვლების კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე ღუდუშაურის კლინიკაში დაწერილი დასკვნა.

„პარლამენტის შესასვლელთან შემოტევის დროს, სპეცრაზმელთა გარემოცვაში მოვხდი. უცებ სახის არეში მუშტი მომხვდა. ან სპეცრაზმელმა დამარტყა, ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა. დარტყმის შედეგად, გავითიშე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იმედა კლდიაშვილმა, რომლის თქმითვე, როცა გონზე მოვიდა, ხელებზე ბორიკილები ედო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მიჰყავდათ.

„მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის სამმართველოში გადამიყვანეს, იქიდან კი რამდენიმე საათში წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ექიმმა გამსინჯა და სახის არეში ჩალურჯება აღნიშნა“, - თქვა იმედა კლდიაშვილმა, რომელსაც მოგვიანებით სახის არე ჩაულურჯდა, რის გამოც გადაწყვიტა ტომოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება.

ექიმების გადაწყვეტილებით, იმედა კლდიაშვილს 28 ნოემბერს ოპერაციას გაუკეთებენ.

„გირჩის“ მმართველი საბჭოს წევრს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ბრალდება. დაშავებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG