Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მოულოდნელად ერაყში ჩავიდა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ერაყში ჩავიდა. მისი ვიზიტის თაობაზე ადრე გამოცხადებული არ ყოფილა. პენსი ჩაფრინდა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ანბარის პროვინციაში, ერაყის დასავლეთში, სადაც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებული.

როიტერსის სააგენტო იტყობინება, რომ პენსის ვიზიტის მიზანია ამერიკელი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება.

ოფიციალურად არ არის ცნობილი, ხვდება თუ არა პენსი ერაყის მთავრობის წარმომადგენლებს. როიტერსმა თავის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ერაყის პრემიერი, ადელ აბდულ მაჰდი შეიძლება შეხვდეს პენსს, მაგრამ ოფიციალური ცნობა ამაზე არ გავრცელებულა.

ერაყში მეორე თვეა გრძელდება მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, შეტაკებისას 23 ნოემბერს მოკლეს დემონსტრანტი. გამოსვლები არ უკავშირდება აშშ-ის ჯარის ერაყში ყოფნას.

აშშ-ის არმიის შენაერთების ნაწილი ბოლო დროს სირიიდან ერაყში გადაიყვანეს. აშშ-მა თავისი ჯარი სირიის ჩრდილოეთის არეალებიდან გაიყვანა და იქ თურქეთისა და რუსეთის ძალები გამაგრდნენ.

ტრამპის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა კონგრესში და სირიელი ქურთების მხრიდან. აშშ-მა სირიაში ჯარის ნაწილი შეინარჩუნა და როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა, 500-მდე ამერიკელი სამხედრო განაახლებს ბრძოლას ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG