Accessibility links

site logo site logo

თალაკვაძე ამბობს, რომ იტალიაში ოჯახთან ერთად პირად საქმეზე იყო ჩასული


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, "იმედთან" საუბარში ამბობს, რომ იტალიაში პირად საქმეზე ოჯახური ვიზიტით იმყოფებოდა. თალაკვაძე გამოეხმაურა რამდენიმე ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ის კომოს ტბაზე იყო ჩასული.

“უნდა ვთქვათ, გაკეთებული სიუჟეტით რა სურდათ რომ ეთქვათ საზოგადოებისთვის… თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე, ისვენებს ბიუჯეტის ხარჯზე, სხვა არაფერი აინტერესებს. რეალურად, დარჩა მხოლოდ ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს უკვე იყო სასმახურში" - ამბობს თალაკვაძე და დასძენს: "მე პირადად ძალიან აღმაშფოთა როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე როგორც თავმჯდომარე, სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველდღე და არანაირი პოლიტიკური შატალო აქ არ ყოფილა”.

თალაკვაძე "ფეიკ ნიუსზე" პასუხს უწოდება ვიდეომიმართვას, რომელიც მან 22 ნოემბერს თავად გაავრცელა და რომელშიც აცხადებდა, რომ კომოს ტბაზე კი არა, პარლამენტში საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, "ევროპული საქართველოს" წევრმა დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა თალაკვაძის განცხადება ეჭვქვეშ დააყენა და "ფეისბუკით" დაწერა, რომ თალაკვაძე მასთან და გიგი წერეთელთან ერთად 21 ნოემბერს ჩაფრინდა თბილისში სტამბოლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG