Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად ქორიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა


ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა. მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მაუწყებლის ახალ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს დღეს, 25 ნოემბერს მიმართა.

„2019 წლის 1 იანვრიდან ვასრულებ მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. გთხოვთ, ცალმხრივად შეწყვიტოთ ჩემსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება“, - წერს განცხადებაში ზვიად ქორიძე.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში კონსულტანტის თანამდებობაზე 2019 წლის იანვრიდან საქმიანობს. იგი აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე, სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე მუშაობდა.

22 ნოემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გოგა კოხრეიძე აირჩიეს. მას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG