Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში რუპორით მივიდა


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს შენობაში რუპორით მივიდა, როგორ ის ფეიბუკის პირად გვერდზე წერს, ასე ორი მიზეზით მოიქცა. ერთი, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის რუპორია საბჭოს წევრი მოსამართლეების უმრავლესობა, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ხმა უკეთ გააგონოს საბჭოს წევრებს იმ პირობებში, როცა მიკროფონს არ ურთავენ.

„საბჭოს წევრთა უმრავლესობა, რამდენიმე არამოსამართლე წევრის ჩათვლით, არის ჩინჩალაძის რუპორი. ჩინჩალაძის რუპორია პარლამენტის მიერ არჩეული წევრი გზირიშვილიც, რომელიც თავის მდგომარეობას იყენებს და საკუთარი ხმით „ვაჭრობს“, რადგან საკუთარ შვილს მოსამართლეობისკენ გზა გაუკვალოს. ჯერ ისეთი მოსამართლე ვის რად უნდა, მამა რომ ეხმარება კარიერის აწყობაში.

სხდომის მიმდინარეობისას მიკროფონის ჩართვა გიორგი მიქაუტაძის ნებართვის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელი გახდა. რაღაც ახალი ტექნიკური სისტემა დანერგა პირადი გადაწყვეტილებით. შესაბამისად, იძულებული გავხდი, სხდომებზე ვიარო რუპორით და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენო, რათა ჩემი ხმა ისმოდეს“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG