Accessibility links

site logo site logo

ვოლსკი: სააკაშვილი, სანიკიძე და გელბახიანი ბერიკებივით გამოვიდნენ, ეს უცნაურად მომეჩვენა


გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე თავიანთი მოსაზრებები აქვთ, საბოლოო სიტყვას ამ მხრივ კი ხალხი იტყვის. მიხეილ სააკაშვილის, გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანის შეხვედრის კომენტირებისას გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა უცნაურად მოეჩვენა:

რაღაც ბერიკებივით გამოვიდნენ, ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ ადამიანს ვერ უკარნახებ, როგორ იცხოვროს. გუბაზსაც და ვალერისაც თავისი მოსაზრებები აქვთ ცხოვრებაზე, მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე. ამას საზოგადოება აფასებს. შეგვიძლია, ერთმანეთი ვაკრიტიკოთ, მაგრამ ბოლოს თავის პასუხს მაინც ხალხი იტყვის“, - თქვა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 23 ნოემბერს კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG