Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომიტინგეები პარლამენტის შენობისთვის ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმას იწყებენ


პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უახლოესი გეგმა გამოაცხადა.

„ივანიშვილს პირობა მივეცით, რომ ფეხს არ მოვიცვლით. გადავალთ ჩიტაძის მხარეს, ჩავდგებით წინ და დავარტყამთ ცოცხალ ჯაჭვს პარლამენტის შენობას. პარლამენტი ეკუთვნის ხალხს და ჩვენ ვიდგებით ამ პარლამენტში. ჩვენი პროტესტი არის არაძალადობრივი და მტკიცე. მთელი ღამე ვიქნებით აქ და არ მოვიცვლით ფეხს“, - მიმართა ელენე ხოშტარიამ მომიტინგეებს.

აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩადგებას აპროტესტებენ. ისინი აპირებენ პარლამენტის პიკეტირებით არ დაუშვან საკანონმდებლო ორგანოში 26 ნოემბრის პლენარული სხდომის გამართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG