Accessibility links

პუტინის ყოფილი ცოლის ფონდმა 157 მილიონი რუბლის მოგება ნახა


ვლადიმირ პუტინი და ლიუდმილა, მისი ყოფილი ცოლი

„პიროვნებათშორისი კომუნიკაციების განვითარების ცენტრმა“, რომელსაც კურირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოფილი ცოლი, ლიუდმილა, 2018 წელს 157 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. ორგანიზაცია უძრავ ქონებას აქირავებს მიკროსესხების კომპანია „КарМани“-ს, რომელშიც, მედიის ცნობით, თავისი წილი აქვს პრეზიდენტის ყოფილ ცოლს,

„სობესედნიკის“ ცნობით, ამ წილს მართავს კომპანია „მერიდიანი“ რომელმაც გასულ წელს 262 მილიონი რუბლის მოგება ნახა.

ლიუდმილა შკრებნიოვა (პუტინის ცოლის ქალიშვილობის გვარია) ასევე ფლობს წილებს კომპანია „ინტერიერსერვისში“, რომელიც ასევე არის კომპანია „მერიდიანს“ ეკუთვნის.

ვლადიმირ პუტინმა 30 წლის წინ იქორწინა ლიუდმილა შკრებნიოვაზე. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავთ. 2013 წელს პუტინმა განაცხადა, რომ ეყრება ცოლს, რომელიც, „სობესედნიკის“ ცნობით, 2016 წელს ბიზნესმენ არტურ ოჩერეტნის გაჰყვა ცოლად.

კრემლში არ აკეთებენ საგნობრივ კომენტარს სახელმწიფო მეთაურისა და მისი ყოფილი ცოლის პირადი ცხოვრების შესახებ.

კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის ჟურნალისტებმა 2017 წელს აღმოაჩინეს ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე საფრანგეთში მდებარე მდიდრული ვილა, რომელიც ოჩერეტნის ეკუთვნის.

სახლის ღირებულება შეადგენდა 6 მილიონ ევროს. თუმცა, მოგვიანებით ვილა მიტოვებული აღმოჩნდა. სავარაუდოდ ჟურნალისტების ზედმეტად აქტიური ყურადღების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG