Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოქალაქეთა 72%-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლებისა და საზოგადოების ინტერესები არ თანხვდება


რუსეთის მოქალაქეთა 72 პროცენტს მიაჩნია, რომ ხელისუფლებისა და საზოგადოების ინტერესები არ თანხვდება. ასეთია „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. ეს მაქსიმალური მონაცემია 2007 წლის შემდეგ. ძველი რეკორდი - 68% - 2011 წელს დაფიქსირდა რუსეთში ზამთარში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების წინ.

იმათი 53%, ვინც ინტერესების აცდენაზე ლაპარაკობს, მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არსებობს მოსახლეობის ხარჯზე, მაგრამ მის მიმართ ინტერესს არ იჩენს. 16% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისა და საზოგადოების მიზნები ყოველთვის განსხვავდება.

გამოცემა „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ლევადა-ცენტრის“ დირექტორმა ლევ გუდკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოსახლეობაში იზრდება იმის განცდა, რომ ხელისუფლება არაეფექტიანია, საზოგადოებისგან დაშორებულია და მას არ ძალუძს მოსახლეობისთვის პასუხის გაცემა. მაგრამ, ამავე დროს, მოქალაქეები არ არიან მზად პროტესტისთვის და ასეთ ვითარებას ეგუებიან, აღნიშნა გუდკოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG