Accessibility links

site logo site logo

გრიგორი კარასინი: დეკემბერში თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გაიხსნება


თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, - უთხრა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“ სენატორმა გრიგორი კარასინმა, ხუთშაბათს, პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

გრიგორი კარასინი რუსეთს წარმოადგენს საქართველოსთან მოლაპარაკებების ფორმატში.

„რუსეთ-საქართველოს შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში იხსნება. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს საქართველოში დაგეგმილი ეს კულტურული ხასიათის ღონისძიება, რომელშიც რუსები მიიღებენ მონაწილეობას, ინციდენტების გარეშე ჩაივლის“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG