Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა


თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

როგორც საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, საქმეში ახალი არსებითი გარემოება არ გამოვლენილა, რის გამოც, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო.

ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ოქრუაშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არც ახალი დანაშაულის ჩადენის, არც მიმალვის საფრთხე არ არსებობობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 6 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG