Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში გაიმართა ავღანეთის „უმაღლესი აღმასრულებლის“, აბდულა აბდულას მხარდამჭერთა დემონსტრაცია


ქაბულში დემონსტრაცია გამართა ავღანეთის „უმაღლესი აღმასრულებლის“, აბდულა აბდულას საარჩევნო კამპანიის ათასობით მხარდამჭერმა. ორგანიზატორთა თქმით, 29 ნოემბერს გამართული აქციის მიზანი იყო, დაეგმოთ და აღეკვეთათ არჩევნების გაყალბება.

დიდი რაოდენობით დემონსტრანტებმა, მათ შორის ქალებმა და ბავშვებმა, მარშით გაიარეს და თავი მოიყარეს პრეზიდენტის სასახლის წინ მდებარე მოედანზე, მიუხედავად პოლიციის გაფრთხილებისა, არ შეკრებილიყვნენ ქალაქის ცენტრში.

აქციის ორგანიზატორი, აბდულას „სტაბილურობისა და დაახლოების გუნდი“, დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვს, გაუქმდეს 300 ათასამდე ხმა, რომელიც, ჯგუფის თანახმად, „ყალბია“.

28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კომისიას დღემდე არ გამოუცხადებია წინასწარი შედეგები. არჩევნები აღინიშნა სარეკორდოდ დაბალი აქტივობით და დაპირისპირებებით მოქმედ პრეზიდენტ აშრაფ ღანისა და მის მთავარ მეტოქეს, აბდულა აბდულას შორის.

XS
SM
MD
LG