Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ დროს გავლენიანი თურქმენი შინაგან საქმეთა მინისტრი დამნაშავედ ცნეს


თურქმენეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ისგენდერ მულიკოვი, რომელიც თანამდებობიდან დაითხოვა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის გამო გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს.

სახელმწიფო ტელევიზიით 3 დეკემბერს გადაიცა ჩანაწერი, რომელშიც მულიკოვი, პატიმრის ტანსაცმელში, კითხულობს ტექსტს, რომ აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს.

„ჩემი სიხარბით, მოღალატურად გამოვიყენე ბოროტად ჩემი მდგომარეობა და ვიღებდი ქრთამს... უპატიოსნო გზა ავირჩიე და ქრთამს ვიღებდი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. ჩემი დანაშაულის გამოვლენის შემდეგ გამასამართლეს. მთლიანად ვაღიარებ ჩემს ქმედებას და ვნანობ“, - ამბობს მულიკოვი ვიდეოჩანაწერში.

განაჩენის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.

ამსტერდამში დაფუძნებული Turkmen.news იტყობინება, რომ მულიკოვს 20-25 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ბერდიმუხამედოვმა მულიკოვი, რომელიც 2009 წლიდან მუშაობდა მინისტრად, კაბინეტის სხდომაზე დაითხოვა სამსახურიდან მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურორმა ბატირ ატდაევმა თავისი გამოსვლისას იგი არასწორ ქმედებაში დაადანაშაულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG