Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობას მანდატური სწავლობს


ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლა
ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლა

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლის მშობელი მასწავლებელს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის სახალხო დამცველს, ასევე განათლებისა და შსს სამინისტროებს მიმართავს. მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი კლასის დამრიგებელმა გაკვეთილზე გადალაპარაკების გამო დასაჯა.

პედაგოგის, თამარ კუხიანიძის ვერსიით, ფიზიკური ძალადობა ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია, სინამდვილეში კი მან მოსწავლეს მხოლოდ შენიშვნა მისცა: „მე მხოლოდ თავზე მივადე ხელი, დაწერე-თქო, ვთხოვე... გავუსწორე კიდეც ნამუშევარი და დავუბრუნე რვეული, ისწავლე-მეთქი“, - ამბობს თამარ კუხიანიძე.

​ფიზიკური ძალადობის შესახებ მშობელმა პირველად საჯაროდ ფეისბუკზე დაწერა და თანმხლები ფოტოც დაურთო.

რვა წლის, მესამე კლასელმა, ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი, რომელიც მასწავლებელმა ააგლიჯა თავიდან. წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ პატარასი, რომელმაც თმა ჩუმად შეინახა, რომ ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის“, - წერს ცირა ხაბურძანია და მეგობრებს სტატუსის გაზიარებას სთხოვს. მის პოსტს ამ დროისთვის სამასზე მეტი გაზიარება და თითქმის ამდენივე კომენტარი აქვს.

პედაგოგიც და რვა წლის ბავშვის დედაც ადასტურებენ, რომ მათ უთანხმოება გასულ წელსაც ჰქონდათ. თამარ კუხიანიძე ცირა ხაბურძანიას შვილს მესამე წელია, რაც ასწავლის.

თუკი დადასტურდა ის, რა ინფორმაციაც მე მივიღე, სამწუხაროდ, არა მშობლისგან, არამედ სოციალური ქსელებიდან, სკოლის ადმინისტრაცია გაატარებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც კანონი გვავალებს. აქ უკან დახევა არ იქნება“, - ამბობს საჯარო სკოლის დირექტორი, თამაზ ჭაბუკიანი. მან რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას აგროვებს მანდატურის სამსახურიც.

კლასში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მესამეკლასელი სკოლაში აღარ წასულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG