ქუთაისში დაიწყო გაერთიანებული ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტვისტების მშვიდობიანი მსვლელობა კიკვიძის სახელობის სკვერიდან. აქციის მონაწილეებს წინ დიდი ბანერი მოაქვთ წარწერით „ერთად ერთის წინააღმდეგ“.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ მსვლელობის დაწყებამდე სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს, მიმდებარე 9-სართულიანი კორპუსიდან კვერცხები დაუშინეს.
აქციის მონაწილეები მსვლელობას მერიის შენობასთან დაასრულებენ.
ქუთაისში აქცია პროპოპორციული არჩევნების მოთხოვნით იმართება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.