ფემენის მოძრაობის ორი, წელს ზემოთ შიშველი აქტივისტი ქალი პროტესტს გამოთქვამდნენ პარიზში, ელისეს სასახლის წინ, სადაც იწყება „ნორმანდიის ოთხეულის“ სამიტი საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების მონაწილეობით. ფემენის აქტივისტები პოლიციამ დააკავა სასახლესთან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრამდე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულებას ეძღვნება.
პოლიციამ სწრაფად გაიყვანა ქალები, რომლებიც ხმამაღლა გაიძახოდნენ: „შეწყდეს პუტინის ომი“, სასახლეში ჟურნალისტების შესასვლელიდან, სადაც ორმხრივი მოლაპარაკება უნდა გამართულიყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ოთხმხრივი სამიტის დაწყებამდე.
ორი ქალი, რომლებსაც ლოზუნგები სხეულზეც ეწერათ, პოლიციამ დააკავა. არ არის ცნობილი, დააპატიმრეს თუ არა ისინი.