Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინა და რუსეთი დაკავებული „ყველას ყველაზე“ გაცვლაზე შეთანხმდნენ


პარიზში 9 დეკემბერს გაიმართა ე.წ. „ნორმანდიის ოთხეულის“ შეხვედრა, რომლის მონაწილეებმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა და უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ ზელენსკიმ და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს არაერთი საკითხი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ოთხ თვეში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

გაიმართა ასევე ორმხრივი შეხვედრები, სხვათა შორის პუტინს და ზელენსკის პირველოი შეხვედრა.

სამიტის მონაწილეთა რვა საათიანი მოლაპარკების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის არმიასა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტულ ძალებს შორის მშვიდობის მიზნით მხარეები შეთანხმდნენ დაკავებული პირების გაცვლის თაობაზე, პრინციპით, „ყველა ყველაზე“ წლის ბოლომდე. საჭიროა დაკავებულებთან მისვლის შესაძლებლობა მიეცეს „წითელ ჯვარს“

ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, "მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, სრულად განხორციელდეს ცეცხლის შეთანხმება და გატარდეს ამის მხარდამჭერი ზომები წლის ბოლომდე“.

მხარეები სამ დამატებით „დაშორების არეალს“ შექმნიან, რათა 2020 წლის მარტისთვის მოხდეს ჯარის და ტექნიკის დაშორება. „შეგვიძლია ურთიერთობის დათბობაზე ლაპარაკი", განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა გაიმეორა კრემლის პოზიცია რეგიონის თაობაზე, რომელსაც უწოდებდა მოსკოვის მიერ მიღებული ფორმით,„უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი“.

პუტინმა თქვა, რომ აუცილებელია „პირდაპირი დიალოგი კონფლიქტის მხარეებს შორის“ და გამოვიდა რუსეთის პოზიციიდან, რომ რუსეთი ასეთი მხარე არ არის. რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ზავის დადების პროცესი უნდა იყოს თანადროული პოლიტიკურ რეფორმებთან, რომლებიც გათვალისწინებულია მინსკის შეთანხმებით.

პუტინის თანახმად, პირველ რიგში უკრაინის კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება დონბასის სტატუსის შესახებ, რასაც უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი.

პუტინს არ უთქვამს არფერი რუსეთის ვალდებულების შესახებ მინსკის შეთანხმების მიხედვით.

„რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა შეიტანოს თავისი წვლილი“ უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების მოწესრიგებისთვის.

შეხვედრის შედეგების თანახმად მიღებულ კომუნიკეში მხარეებმა გამოთქვეს მინსკის შეთანხმების მიმართ ერთგულება, როგორც საფუძველი მომავალი მოლაპარაკებისა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გვაქვს ნება მოვაგვაროთ რთული საკითხები.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მოელოდა, რომ მეტი საკითხის მოგვარება მოხდებოდა პარიზში, თუმცა, თქვა მან, კოლეგებმა მითხრეს, რომ პირველი შეხვედრისთვის ძალიან კარგი შედეგიაო.

ოთხივე ლიდერმა აღნიშნა დასრულებული შეხვედრის მნიშვნელობა მხარეებს შორის „ნდობის აღდგენის მიზნით“.ზელენსკიმ დაადასტურა, რომ სამიტი შეიძლება განხილულ იქნას როგორც მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინთან რამდენიმე საკითხში უთანხმოებაა და მათი მოგვარება ვერ მოხერხდა. მათ შორის მთავარია საზღვრის გაკონტროლების საკითხი. უკრაინის პრეზიდენტს სურს, რომ რუსეთთან საზღვარი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ არეალში, დონბასში, უკრაინას გადაეცეს არჩევნებამდე ამ რეგიონებში. პუტინი ამ პოზიციას არ ეთანხმება და მოიხმობს მინსკის შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ეს არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს.

ორმხრივ შეხვედრაზე პუტინსა და ზელენსკის შორის, რომელიც პირველი ასეთი შეხვედრა იყო, მხარეებმა გაზის თაობაზე იმსჯელეს, მაგრამ შეთანხმება არ იქნა მიღწეული, თუმცა ზელენსკი თვლის, რომ მოლაპარაკება „განბლოკილია“ და გაგრძელდება.

ჟურნალისტებმა დასვეს შეკითხვა რუსეთის სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ასპარეზობებზე მონაწილეობის აკრძალვის შესახებ დოპინგის მოხმარების გამო და ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის თაობაზე, გერმანიის პრეტენზიაზე, რომ მოსკოვი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის გამოც ორი რუსი დიპლომატი არასასურველ პირებად გამოცხადდნენ გერმანიაში.

პუტინს თქმით, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ვადას გადაწყვეტილება არ ეთანხმება ოლიმპიურ ქარტიას, და რომ ყველა დასჯა უნდა იყოს ინდივიდუალური, ესა თუ ის პირი უნდა დაისაჯოს დარღვევის გამო და არა ჯგუფი.

რაც შეეხება ხანგოშვილის მკვლელობას, ვლადიმირ პუტინის თქმით, ხანგოშვილი იყო რუსეთის მიერ ძებნილი პირი, სისხლიანი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა სასტიკ ოპერაციებში რუსეთის წინააღმდეგ. პუტინის თქმით, არ იცის, რა მოხდა „ეს ბანდიტური სფეროა, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, რომლის თანახმად, რუსეთი საპასუხო შესაბამის ზომებს მიმართავს გერმანიის მიმართ, როგორც ეს დიპლომატიურ პრაქტიკაშია მიღებული, თუმცა მკვლელობაში გამოძიებაში ითანამშრომლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG