Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი


83 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი.

როგორც იტყობინებიან, ლუჟკოვი გარდაიცვალა მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში. ,

გერმანიის მედიის ცნობით, ლუჟკოვს წარმატებით გაუკეთეს გულის ოპერაცია, მაგრამ ის ოპერაციის შემდეგ გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

იური ლუჟკოვი 1992-2010 წლებში იყო რუსეთის დედაქალაქის მერი. იგი მერად დაინიშნა 1992 წლის 6 ივნისს და შემდეგ ამ თანამდებობაზე ხელახლა იქნა არჩეული 1996, 1999 და 2003 წლებში. 1996-2001 წლებში მას აგრეთვე ეკავა მოსკოვის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა.

მას შემდეგ, რაც ის 18 წლის განმავლობაში მართავდა მოსკოვს, ლუჟკოვი „ნდობის დაკარგვის გამო“ გადააყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG