Accessibility links

logo-print logo-print

აეროპორტის ინციდენტის გამო გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს, გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს


სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივანს გიგი უგულავას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში. უგულავასთან ერთად მყოფი თბილისის საკრებულოს წევრი გოკა გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ინციდენტში მონაწილე მეორე მხრიდანაც ერთი პირი ბრალდებულია (126-ე მუხლით), მეორე კი - დაზარალებული.

გიგი უგულავას თქმით, მას და გოკა გაბაშვილს ორი პირი აეროპორტის ყველაზე დაცულ ზონაში, კონტროლს მიღმა დაესხა თავს.

„მოვიდა ვიღაც მუტრუკი, რომელმაც დაიწყო საუბარი ტექსტით, რასაც ყოველდღე ვისმენთ ამათი [„ქართული ოცნების“] „ორკებისგან“ და „ტიტუშკებისგან“. ვუთხარი, რომ დაგვანებე თავი. ამასობაში მეორე მოვიდა, კუნთიანი და დაიწყო ჩხუბი. შემდეგ პოლიცია მოვიდა, წაიყვანა ისინი", - თქვა გამოკითხვის შემდეგ გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ ლარნაკაში მიდიოდა ივანიშვილის რუსეთში საქმიანობის შესახებ მასალების გასაცნობად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG