Accessibility links

logo-print logo-print

მფლობელთან უთანხმოების გამო, „ლიბერალი“ ახალმა სარედაქციო გუნდმაც დატოვა


მფლობელთან, შორენა შავერდაშვილთან შეუთანხმებლობის გამო, მედიაპლატფორმა „ლიბერალი“ - ხუთთვიანი მუშაობის შემდეგ - ახალმა სარედაქციო გუნდმაც დატოვა.

ახალმა გუნდმა ჟურნალ „ლიბერალში“ მუშაობა 2019 წლის ივნისში, შორენა შავერდაშვილის შემოთავაზების საფუძველზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც ამავე წლის ზაფხულში გამოცემა თითქმის სრულმა სარედაქციო გუნდმა დატოვა, შორენა შავერდაშვილთან განსხვავებული სარედაქციო ხედვების გამო.

რა მოხდა „ლიბერალში“ - სარედაქციო წერილში თანამშრომლები წერენ, რომ შემოდგომაზე გამოცემა ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და დონორმა ორგანიზაციებმა ჟურნალთან თანამშრომლობა შეწყვიტეს.

აუცილებელი გახდა დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება. ლიბერალისთვის მდგრადი საორგანიზაციო მოდელის შესაქმნელად ჩვენ რამდენიმე ფინანსურ და იურიდიულ მოდელს განვიხილავდით. თუკი ფინანსური მდგრადობის პასუხისმგებლობა მთლიანად სარედაქციო (აღმასრულებელ) გუნდს დაეკისრებოდა, საჭიროდ ჩავთვალეთ მფლობელობის შესაბამისი, ხელახალი გადანაწილება, რომ მკაფიო ყოფილიყო პოტენციურ დონორებთან და მკითხველთან ანგარიშვალდებულების პირობები. სამწუხაროდ მფლობელთან შეთანხმება ვერ შედგა, - წერია გამოცემის სარედაქციო წერილში.

ჟურნალი „ლიბერალი“ ბეჭდური სახით 2009 წელს გამოჩნდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი გამოცემა მთლიანად ონლაინ პლატფორმაზე გადავიდა. ლიბერალის” ჟურნალისტები არაერთხელ გამხდარან საერთაშორისო და ადგილობრივი ჟურნალისტური პრიზების მფლობელები.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ლიბერალს” ორი ლოიალური დონორი ჰყავდა - ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდი” და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი” (NED).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG