Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს უზენაესის მოსამართლეების არჩევის შესახებ


„მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ODHIR-სა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია“, - ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში, რომელიც 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევას ეხება.

საელჩო იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

როგორც აშშ-ის საელჩო აცხადებს, ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე.

„მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო იმ მღელვარების გათვალისწინებით რაც თან ახლდა პარლამენტში კენჭისყრას, ყველა მხარეს მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში.

კენჭისყრის შედეგად პარლამენტმა 19 კანდიდატურიდან 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG