Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმეთ დავუთოღლუმ დააფუძნა ერდოანის მეტოქე პოლიტიკური პარტია


აჰმეთ დავუთოღლუ
აჰმეთ დავუთოღლუ

თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ შექმნა ახალი პოლიტიკური პარტია, რომელმაც მეტოქეობა უნდა გაუწიოს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას (AKP). დავუთოღლუმ „მომავლის პარტიის“ შექმნის შესახებ 13 დეკემბერს ანკარაში გამოაცხადა.

„დღეს ვაფუძნებთ ჩვენს პარტიას და ვაცხადებთ, რომ მომავალი ეკუთვნის ხალხს, მომავალი ეკუთვნის თურქეთს“, - თქვა დავუთოღლუმ.

60 წლის აჰმეთ დავუთოღლუ ერდოანის დიდი ხნის მოკავშირე იყო, მისი გადადგომა AKP-ისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა.

დავუთოღლუ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2009-14 წლებში, 2016 წლამდე კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2014 წელს ის ერდოანმა პირადად შეარჩია თავისი პარტიის ლიდერად. დავუთოღლუმ AKP-ს 2015 წლის არჩევნებში გამარჯვება მოაპოვებინა.

2016 წელს მას უთანხმოება მოუვიდა ერდოანთან და იძულებული გახდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაეტოვებინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG