Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან 12 დეკემბერს დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

„მოულოდნელი იყო მოსამართლის ეს გადაწყვეტილება“, - თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის გადადების შემდეგ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა, რომელიც 12 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებული 4 პირის ინტერესებს იცავს.

როგორც ადვოკატი ამბობს, მოსამართლემ პოლიციას დაავალა, რომ სასამართლო პროცესზე მოწმეებად უშუალოდ დამკავებლები გამოცხადებულიყვნენ და არა ოქმის შემდგენი სამართალდამცველი, რომელიც დაკავებას არ შესწრებია.

ადვოკატის განმარტებით, ამ დროს მოსამართლეს სავარაუდო სამართალდამრღვევის სასარგებლოდ უნდა ემოქმედა, თუმცა ამის ნაცვლად, სხდომა გადადო და იმ უშუალოდ დამკავებელი პოლიციელის გამოცხადება მოითხოვა.

12 დეკემბერს დაკავებული აქციის მონაწილეები სასამართლომ იმავე საღამოს გაათავისუფლა, თუმცა სასამართლო პროცესები გრძელდება.

ოთხი პირის, მათ შორის, ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარის, ალიკა კუპრავას სასამართლო პროცესი 17 დეკემბერს გაგრძელდება.

პარლამენტთან დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ედავებიან წვრილმანი ხულიგნობას (166-ე მუხლი) და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე).

პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან 14 უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. სწორედ, ამ პროცესით იყო გამოწვეული მოქალაქეების პროტესტი, რასაც 16 პირის დაკავება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG