Accessibility links

logo-print logo-print

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერს მიმართავს და აქციას გეგმავს


ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა რადიო თავისუფლებას გააცნო ოჯახის განცხადება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.

„რადგან სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ამდენმა მოლაპარაკებებმა თბილ ოთახებში შედეგი არ გამოიღო და რეალურად შედეგი გვაქვს ნული.

გადავწყვიტეთ, რომ ისევ დავაყენოთ ჩვენი მოთხოვნები - უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო და ვთხოვთ, პრემიერ-მინისტრს პირადად ჩაერთოს ამ ყველაფერში, უხელმძღვანელოს საკოორდინაციო საბჭოს და დაავალოს, რომ მასში შევიდეს ყველა ის უწყება, რომელიც ჩართულია მოლაპარაკებებში და დაგვეხმარება ამ საკითხის სწრაფად გადაჭრაში.

ჩვენ არ გვინდოდა, მაგრამ იძულებულები ვართ, რომ სხვა ზომები მივიღოთ. ვინაიდან ოთახებში შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო, კვირას 11:00 საათზე გადავწყვიტეთ, რომ შევიკრიბოთ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ყველა, მიუხედავად პარტიული, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, დავიძრათ საოკუპაციო ხაზისკენ. ყველა ის ადამიანი ვისაც გული შესტკივა ვაჟა გაფრინდაშვილზე, მის უკანონო დატყვევებაზე.

35 დღეა, რაც ის უკანონო პატიმრობაში და ტყვეობაში ცხინვალის რეჟიმის მიერ. საოკუპაციო ხაზთან გამოვხატოთ მისდამი სოლიდარობა და მხარდაჭერა“, - ნათქვამია ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG