Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ადასტურებენ, რომ აშშ გეგმავს ავღანეთში სამხედრო ძალის შემცირებას


ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ავღანელ ჯარისკაცებთან ერთად
ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ავღანელ ჯარისკაცებთან ერთად

ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ აშშ გეგმავს ათასობით ჯარისკაცის გაყვანას ავღანეთიდან, რაც ორ მოკავშირე ქვეყანას შორის ურთიერთშეთანხმებას ეფუძნება.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის შემცირება დაიწყება სამი თვის შემდეგ, მაგრამ კონკრეტული თარიღის შესახებ შეთანხმება უცნობია.

მანამდე, ამერიკულმა წამყვანმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში გამოაცხადებს ავღანეთში მყოფი სამხედრო ძალის 4000 ჯარისკაცით შემცირების თაობაზე.

ამჟამად, მთლიანობაში, აშშ-ის 12,000-დან 13,000-მდე სამხედრო მსახურობს ავღანეთში, სადაც 2001 წლიდან ომი მიმდინარეობს. ტრამპმა აგვისტოში განაცხადა, რომ 8,600-მდე სურდა ავღანეთში აშშ-ის სამხედროთა რიცხვის დაყვანა.

ცნობისათვის, ნატოს სარდლობით მოქმედ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში აშშ ყველაზე მეტი, 8475 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი.

საქართველო, 871 ჯარისკაცით, მეხუთე ადგილზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG