Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: პროტესტი ვერ დასრულდება, სანამ არ იქნება შედეგი


ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე
ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ელენე ხოშტარიას თანახმად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ ბექა დავითულიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიცია საკრებულოში პროტესტს არ წყვეტს:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ პროტესტს. პროტესტი ვერ დასრულდება, სანამ არ იქნება შედეგი. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მოიწვიონ დროზე უმრავლესობის სხდომა, გადააბიჯონ ამ თავის პერსონალურ ქედმაღლობას და მიიღონ გადაწყვეტილება, ან ისეთი, ან ასეთი და აიღონ პასუხისმგებლობა თავის თავზე“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ან თვითონაც არიან კუხიანიძეები და იზიარებენ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს შეურაცხყოფას რუსეთის მხრიდან, ან იღებენ პასუხისმგებლობას“, - თქვა მან.

პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტებსა და საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს დღეს, 17 დეკემბერს, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახის მისაღები.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. მათ გააპროტესტეს დეპუტატის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები. ისინი მოითხოვენ, ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს თანამდებობა და საკრებულოს დეპუტატის მანდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG