Accessibility links

logo-print logo-print

პატიმრობიდან გათავისუფლდა ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური


ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური, რომან კაკალაძე და გენო კომახიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, - საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, გათავისუფლებული მეზღვაურები საქართველოში უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან:

„ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ მეზღვაურები ლიბიაში. ჩვენ დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს. ჩვენი საელჩო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. პირველ რიგში გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი უკვე იმყოფებიან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ და უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან საქართველოში.

ქართველი მეზღვაურები 2017 წელს დააკავეს. მათ ლიბიის სასამართლომ წაუყენა ბრალდება, მათ შორის, ნავთობის უკანონო გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენება. შემდეგ დარჩათ მხოლოდ ნავთობის უკანონო გადაზიდვა და მიესაჯათ 6- თვიანი პატიმრობა და დაახლოებით 1.3 მლნ დოლარის ეკვივალენტი იყო ჯარიმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების დაკავების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ამ პროცესში ჩართული. ავამუშავეთ ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი. ჩართული იყო ყველა საელჩო. ჯარიმა არ გადახდილა. ეს სანქციაც მოიხსნა ადვოკატის აქტიურობით“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მისი განმარტებით, მეზღვაურების გათავისუფლების პროცესში ჩართული იყო სატრანსპორტო ადმინისტრაციაც. სატრანსპორტო ადმინისტრაციის თანახმად, მეზღვაურები სამშობლოში 19 დეკემბერს დღისით დაბრუნდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG