Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა სანქციებს რუსული გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობისთვის


"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა გერმანიის ტერიტორიაზე
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა გერმანიის ტერიტორიაზე

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი სანქციების დაწესებას რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების საკითხი შესულია აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტში.

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი ჯიმ რიშის განცხადებით, სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რუსეთის მავნე ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ევროპის ენერგეტიკული სექტორის დასაცავად. კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით. მილსადენმა, რომლის 80%-ზე მეტი უკვე აშენებულია, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი უნდა გაატაროს.

გერმანულმა გაზეთმა „ბილდ“-მა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის სანქციები მიმართულია დანიის ეკონომიკურ ზონაში მილსადენის მშენებლობის შესაფერხებლად. დანიის სანაპიროსთან სამუშაოებს აწარმოებს ჰოლანდიურ-შვეიცარიული კომპანია Allseas-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG