Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Forbes-მა გამოავლინა წლის ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი მილიარდერების ხუთეულები


ჟურნალ „Forbes“-ის თანახმად, 2019 წელი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა „დიორისა“ და „ლუი ვიტონის“ (Dior и Louis Vuitton) მფლობელ ბერნარ არნოსთვის, რომელმაც 40 მილიარდი დოლარით იხეირა. ყველაზე წარუმატებელი კი ეს წელი აღმოჩნდა ინდოელი ბიზნესმენის, აზიმ პრემჯისთვის, რომელმაც 14,1 მილიარდი დოლარი დაკარგა.

წარმატებულ მილიარდერთა ტოპ ხუთეულში, 22 მილიარდი დოლარის მოგებით, მეორე ადგილზეა „ფეისბუკის“ დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი, შემდეგ მოდიან ამანსიო ორტეგა (კომპანია Inditex) +17,3 მილიარდი დოლარი, სტივენ ბალმერი („მაიკროსოფტის“ ყოფილი გენერალური დირექტორი) +16,3 მილიარდი და რეიტინგის მეხუთე ადგილზეა 16,1 მილიარდი დოლარის მოგებით ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი.

ჟურნალ „Forbes“-ის რეიტინგის თანახმად, წარუმატებელ მილიარდერთა ხუთეულში მეორე ადგილზე გავიდა კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, რომელმაც 13,1 მილიარდი დოლარი იზარალა. შედეგ მოდიან მედიაჰოლდინგ Essel Group-ის მფლობელი, სუბხაშ ჩანდრა -3,4 მილიარდი დოლარი. ასევე ზარალიანი აღმოჩნდა 2019 წელი Uber-ის ყოფილი მფლობელის, ტრევის კალანიკისა და Smart Commerce Group-ის თანათავმჯდომარის, იან ჩჟისთვის. პირველმა 3,1 მილიარდი, ხოლო მეორემ - 3,0 მილიარდი დოლარი დაკარგა.

რა შეეხება მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს. ამ სიას წელს პირველად ჩაუდგა სათავეში ბერნარ არნო, რომლის ქონება შეფასებულია 109,6 მილიარდ დოლარად. მას ოდნავ ჩამორჩება ჯეფ ბეზოსი, რომელიც, დანაკარგის მიუხედავად, 109,5, მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG