Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი წარედგინა


ცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი წარედგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან 2 პირს, კერძოდ, 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამინისტროს ცნობით, 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს, 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-ს და 1973 წელს დაბადებულ კ.ჩ.-ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

გამოძიების ვერსიით, 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოტნე გამსახურდიას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია გაუკეთდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG