Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დასრულდა ანტისამთავრობო აქცია


საპროტესტო მსვლელობა მინსკში
საპროტესტო მსვლელობა მინსკში

მინსკში შაბათს კვლავ გაიმართა ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ რუსეთსა და ბელორუსს შორის უფრო ღრმა იტეგრაციას, რაც, გავრცელებული ცნობებით, 20 დეკემბერს ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის, ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გამართული შეხვედრის დროს განიხილეს.

შაბათს მინსკში გამართულ მსვლელობაში მონაწილეობდა 200 მოქალაქე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბევრად ნაკლები, ვიდრე წინა დღით.

აქციის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა, რომელშიც მოუწოდეს ბელორუსის პრეზიდენტს, არ გაცვალოს ქვეყნის დამოუკიდებლობა გაზსა და ნავთობში. მინიშნება კეთდება იმაზე, რომ ფართო ინტეგრაციას რუსეთს და ბელორუსს შორის აბრკოლებს მხოლოდ ენერგორესურებისა და საბაჟო კავშირის საკითხებში წარმოქმნილი უთანხმოება.

პარასკევს მინსკში გაიმართა 1500 კაციანი საპროტესტო მსვლელობა, რომლის ერთ-ერთი ორგანზატორი იყო ბელორუსის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, პაველ სევიარინეცი, რომელიც უშიშროების სამსახურმა შაბათის აქციის წინ დააპატიმრა.

მაგრამ არც პარასკევს და არც შაბათს სამართალდაცველებს ხელი არ შეუშლიათ აქციების გამართვისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG