Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია გმობს ვაშინგტონის სანქციებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ


"ჩრდილოეთის ნაკადი 2"
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"

გერმანია გმობს აშშ-ის ახალ კანონპროექტს, რომელიც სანქციებს უწესებს რუსეთიდან ევროპისკენ მიმავალი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის, მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს.

სადამსჯელო ზომების შესახებ დებულებას შეიცავს აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონი (NDAA), რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს მოაწერა ხელი.

კანონი აფრთხილებს რუსული გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს, დაუყოვნებლად შეწყვიტონ სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაემუქრებათ რიგი სანქციები, ანგარიშების გაყინვის ჩათვლით.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ოლაფ შოლცმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ ბერლინი „გადაჭრით უარყოფს“ ამერიკულ სანქციებს, როგორც „გერმანიისა და ევროპის შიდა საქმეებსა და მათ სუვერენიტეტში სერიოზულ ჩარევას“.

ევროკომისიამ 21 დეკემბერს განაცხადა, რომ შეისწავლის, თუ როგორ შეეხება აშშ-ის ახალი სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე ევროპულ კომპანიებს. ამასთან, დასძინა, რომ ეწინააღმდგება სანქციების დაწესებას ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც „კანონიერ ბიზნესს აწარმოებენ“.

სანქციები შესაძლოა სერიოზულად შეეხოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მთავარ კონტრაქტორს, შვეიცარიულ-ნიდერლანდურ კომპანია Allseas-ს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე მილების გამყვან უნიკალურ გემ Pioneering Spirit-ს ფლობს.

კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ ახალი ამერიკული კანონმდებლობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებამდე, მუშაობას წყვეტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG