Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: „ქართულ ოცნებას“ კავშირი არ აქვს ფეისბუკის მიერ გაუქმებულ ანგარიშებთან


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის მენეჯმენტს არც ოფიციალურ (ფორმალურ) დონეზე და არც არაოფიციალურად, არანაირი კავშირი არ აქვს იმ ჯგუფთან, რომელშიც „ფეისბუკის“ განცხადებაშია ლაპარაკი.

ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებლ პოსტში უმრავლესობის თავმჯდომარე წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით მხარს არა ბოტები და ტროლები, არამედ ნამდვილი ადამიანები უჭრენ.

"მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა ქვეყნის შიგნით ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განიცადეს სრული ფიასკო, დაკარგეს ის მხარდამჭერებიც, რაც აქამდე ყავდათ, ბოლო კვირების განმავლობაში ისტერიულად, პერსონალურად წერენ ნეგატიურ და ყალბ ინფორმაციებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კონკრეტულ წარმომადგენლებს თხოვნით - მათ გააკეთონ ნეგატიური კომენტარები საქართველოს ხელისუფლებაზე. ბოლო დღეებში შეგვიძლია გავიხსენოთ დასავლური ოფიციოზის პოზიციისგან განსხვავებული ერთი-ორი ასეთი განცხადებაც" - წერს მდინარაძე.

ბოლო დღეებში მკვეთრად კრიტიკული სარედაქციო სტატია გამოქვეყნდა გავლენიან ამერიკულ გამოცემაში "უოლ სტრიტ ჯორნალში", ხოლო მედიასთან ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა შეშოთება გამოხატა ​"იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ - მმართველი პარტია ოპოზიციას ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროების სხვა ფორმებით“;

20 დეკემბერს ფეისბუკმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, გააუქმა საქართველოს, (ასევე აშშ-სა და ვიეტნამის ანგარიშების) ე.წ. „დაუკავშირებელი“ ქსელები, გვერდები და ჯგუფები „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო.​

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს ქმედება უკავშირდება საქართველოს სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და საქართველოს მთავრობას, რომელსაც მართავს „ქართული ოცნება“- ნათქვამია განცხადებაში.

ფეისბუკის თანახმად, მის მიერ გაუქმებული, ქართული წარმოშობის ანგარიშები მიმართული იყო ქვეყნის შიდა აუდიტორიაზე, ჩვეულებრივ აქვეყნებდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას არჩევნების, სამთავრობო პოლიტიკის, მაღალი რანგის ოფიციალური პირების შესახებ; ასევე აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და ადგილობრივი აქტივისტების ჯგუფებს და მათი რეკლამირებისთვის 316 ათას ამერიკულ დოლარამდე იყო დახარჯული.

XS
SM
MD
LG